აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და არაღიარებული ყარაბაღის წარმომადგენლებმა ტყვეთა გაცვლის საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და არაღიარებული ყარაბაღის წარმომადგენლებმა ტყვეთა გაცვლის საკითხი განიხილეს. სომხური მედიის ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოების კონტროლირებად ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი არმენ აბაზიანი და მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, „შეხვედრაზე ტყვეთა დაბრუნების, უგზოუკვლოდ დაკარგულების ძებნის და სხვა ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს 1990-იანი წლების ომის დროს გაუჩინარებული ადამიანების ბედზე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა