ინდოეთში პიროტექნიკის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

ინდოეთში, ტამილნადუს შტატში მდებარე პიროტექნიკის ქარხანაში გუშინ გაჩენილი ხანძრისგან დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად 30 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია, რასაც შემდეგ კიდევ აფეთქების სერია მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ აფეთქება ქიმიკატების შერევის პროცესში მოხდა. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა და გარდაცვლილთათვის კომპენსაციის გაცემის განკარგულება გასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა