აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სკოლების გახსნისთვის ახალი რეკომენდაციები გასცა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სკოლების გახსნის შესახებ ახალი რეკომენდაციები გასცა, რომლის თანახმადაც, კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების ძირითადი სტრატეგია პირბადეების ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვაა.

რეკომენდაციებში ასევე ხაზგასმულია სასწავლო დაწესებულებების სისუფთავისა და პირადი ჰიგიენის დაცვის და კონტაქტების მოკვლევის აუცილებლობა.

„ვთვლით, რომ თუკი ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტრატეგიების დაცვა მოხდება, სკოლებში ვირუსის გავრცელება შემცირდება და შეჩერდება,” - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ და აღნიშნა, რომ ცენტრი სკოლებს გახსნას არ ავალდებულებს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სკოლის გახსნა არ უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ხელმისაწვდომობაზე, მაგრამ ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს უნდა მიანიჭონ.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სკოლების გახსნისთვის ახალი რეკომენდაციები გასცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო