გიორგი ხანიშვილი - საქართველოში ჩაის სექტორის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა კვლევის „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“ ანგარიში ონლაინ შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში ჩაის სექტორის განვითარების გზამკვლევი იქნება.

„ეკონომიკურ გათვლებზე, სწორ ანალიზზე, მსოფლიო პრაქტიკაზე დაფუძნებული დოკუმენტი დაეხმარება როგორც ფერმერებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს, დასახონ გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნები და ისე განავითარონ ქართული ჩაის სექტორი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კვლევის დოკუმენტზე „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“ მუშაობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სპეციალისტებმა გასულ წელს დაიწყეს.

დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომიკის მკვლევარები. მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კვლევის შედეგების გაცნობის და მეჩაიეობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების განხილვის მიზნით, ახლო მომავალში, ჩატარდება კონფერენცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან ჩაის სექტორით დაინტერესებული მხარეები, მწარმოებლები, მეცნიერები, საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა