ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელი მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარიო დრაგი ოფიციალურად დაინიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრად. დრაგის ადმინისტრაცია მოვალეობის შესრულებას შემდეგ კვირას შეუდგება მას შემდეგ, რაც იტალიის პარლამენტის ორივე პალატის თანხმობას მოიპოვებს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ნდობის გამოცხადება ფორმალური პროცედურა დარჩა მას შემდეგ, რაც დეპუტატთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ახალ კანდიდატს მხარს დაუჭერენ. მან მინისტრთა კაბინეტი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებით შეავსო. ახალ კაბინეტში ჯუზეპე კონტეს მთავრობაში შემავალმა ზოგიერთმა მინისტრმა თანამდებობა შეინარჩუნა. მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრად რჩება ლუიჯი დი მაიო.

შეგახსენებთ, იტალიაში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი კოალიცია მატეო რენცის პარტიამ „იტალია ვივამ" დატოვა, რომელიც მთავრობის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას არ ეთანხმებოდა. 26 იანვარს ჯუზეპე კონტე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმ იმედით გადადგა, რომ ახალი კოალიციის ფორმირებას მოახერხებდა, თუმცა ვერ შეძლო. ამის შემდეგ იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ახალი მთავრობის ფორმირება მარიო დრაგის დაავალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა