რუსეთში კორონავირუსის 14 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 502 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 14 861 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 057 698-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 502 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 79 696-მდე გაიზარდა.

რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 557 907 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა