ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი პროკურორი ჰყავს. ბრიტანელმა ადამიანის უფლებათა ადვოკატმა, 50 წლის კარიმ ხანმა, პოსტზე ფატუ ბენსუდა ჩაანაცვლა.
ნიუ იორკში, გაეროს ოფისში გამართული კენჭისყრის მეორე რაუნდში კარიმ ხანმა სასამართლოს 123 წევრიდან 72-ის მხარდაჭერა მოიპოვა, გამარჯვებისთვის კი 62 ხმაც საკმარისი იყო. მან არჩევნებში სამი კანდიდატი დაამარცხა. იგი თანამდებობას 9 წლით დაიკავებს.
კარიმ ხანი მოვალეობის შესრულებას 16 ივნისიდან შეუდგება. აღნიშნული პოსტი მეტად საპასუხისმგებლოა საერთაშორისო სასამართლში, რადგან ტრიბუნალი იძიებს ისეთ მძიმე საქმეებს, როგორიც არის ომის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და გენოციდი.