ელენე ხოშტარია - ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია!

ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია",- ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნიკა მელიამ არ ემორჩილება არასამართლიან თამაშის წესებს.

"ნიკა მელიასთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნიკა მელიამ გამოაცხადა რომ ის არ ემორჩილება, არ აღიარებს, არ მიიღებს იმ ძალადობრივ თამაშის წესებს, იმ არასამართლიან თამაშის წესებს და ვაჭრობას, რასაც ოპოზიცას და მოსახლეობას თავს გვახვევს "ქართული ოცნება". ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, ეს ის მიდგომა, რაც აბსოლუტურად ყველა მსგავს უსამართლო საქმეში უნდა გამოვიჩინოთ. არ გვაინტერებს ჩვენ რას გადაწყვეტს ხელისუფლება, ჩვენ ამ უკანონობას არ ვემორჩილებით",-აცხადებს ხოშტარია.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას, "ევროპულ საქართველოში" მიმდინარე პროცესები ოპოზიციის ბოიკოტზე პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით, ხოშტარია დასძენს: " ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუ რა ხდება დეტალურად "ევროპულ საქართველოში", დარწმუნებული ვარ ბოიკოტთან არანაირი კავშირი არ აქვს",- დასძენს ხოშტარია.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

შეგახსნებთ, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა