სოსო გოგაშვილი - თუ ციანიდს, რომელიც გიორგი მამალაძემ შეიძინა, ის გერმანიაში ჩაიტანდა, მოუყრიდა საჭმელზე, რომელსაც პატრიარქს შორენა შეუტანდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით არსებულ ერთ-ერთ ვერსიას ასაჯაროვებს.

როგორც ის ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში აღნიშნავს, არსებული ვერსიით, მამა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორება ჰქონდა დაგეგმილი.

გოგაშვილის განმარტებით, ამ ვერსიით, საკვები, რომელსაც ციანიდი ჰქონდა მოყრილი, პატრიარქთან შორენა თეთრუაშვილს უნდა შეეტანა.

„ციანიდი, რომელიც მამალაძემ შეიძინა, თუ გაივლიდა საზღვარზე და საქმე არ იქნებოდა აღძრული, ის ჩაიტანდა ციანიდს, მოუყრიდა საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ბერლინში, „ჰელიოსის“ კლინიკაში. მას შეტანის მომენტში ეცემოდნენ ხელებში, კამერების თანდასწრებით, თვითონაც ჩართული ექნებოდათ ტელეფონები აუცილებლად და ეტყოდნენ „რა მიგაქვს?“ ის ეტყოდა, რომ საკვები შემაქვს პატრიარქთან. რაღაცა საეჭვოა და ატყდებოდა იქ პანიკა და ერთი ამბავი, დაიდგმებოდა სცენები. გამოიძახებდნენ „ჰელიოსის“ დაცვას, რომელსაც ეტყოდნენ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ამ ადამიანს. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია, ჩაერთვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. საზღვრებს გარეთ, არა რუსეთში, არა საქართველოში, არამედ გერმანიაში, დააკავებდნენ პატრიარქის მკვლელ შორენა თეთრუაშვილს. შორენა თეთრუაშვილი წავიდოდა ციხეში, როგორც პატრიარქის მკვლელი - ამ იარლიყით. ისინი გმირები გახდებოდნენ, იმიტომ, რომ პატრიარქი გადაარჩინეს. გმირები გახდებოდნენ, იმიტომ, რომ მოაშორეს მტარვალი, მეუფეების მბრძანებელი შორენა თეთრუაშვილი და თვითონ ჩამოდიოდნენ ძალიან ძლიერები აქ“, - აღნიშნავს გოგაშვილი.

შეკითხვაზე, სად ჩანს არსებულ ვერსიაში ის, რომ მამა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მოკვლა ჰქონდა განზრახული, გოგაშვილი აცხადებს, რომ „ალბათ პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულებები, რითაც ეს მოტივი გამოიკვეთა“.

„ძირითადი ინფორმაციები მიმდინარე ოპერატიულ თათბირზე მივიღეთ, მე რა მტკიცებულებებსაც ვუყურე, იქ მე ეგ ვერ დავინახე, მაგრამ პროკურატურას ალბათ ჰქონდა მტკიცებულებები, რითაც ეს მოტივი გამოიკვეთა“,- განაცხადა გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა