დონალდ ტრამპი - ველოდები ჩვენი საოცარი მოგზაურობის გაგრძელებას, რათა მივაღწიოთ ამერიკის სიდიადეს ყველა მოქალაქისთვის

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადლობას უხდის ადვოკატებს, სენატორებსა და კონგრესმენებს, რომლებმაც მის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს.

„ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის კიდევ ერთი ეტაპი იყო. არცერთ პრეზიდენტს არ გამოუვლია მსგავსი რამე და ეს ნადირობა კვლავ გრძელდება, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები ვერ ივიწყებენ იმას, რომ თითქმის 75 მილიონმა ადამიანმა სულ რამდენიმე თვის წინ მხარი დამიჭირა. მე ველოდები ჩვენი საოცარი მოგზაურობის გაგრძელებას, რათა მივაღწიოთ ამერიკის სიდიადეს ყველა მოქალაქისთვის. ერთად შეუძლებელი არაფერია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 57-მა სენატორმა დაუჭირა, 43 კი წინააღმდეგ წავიდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპი დამნაშავედ შვიდმა „რესპუბლიკელმა“ ცნო, იმპიჩმენტისათვის კი სულ მცირე 17 „რესპუბლიკელი“ სენატორის მხარდაჭერა იყო საჭირო.

იხილეთ ვიდეო:ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის კიდევ ერთი ეტაპი იყო, არც ერთ პრეზიდენტს არ გამოუვლია მსგავსი რამ - დონალდ ტრამპი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა