მიხეილ ჩხენკელმა მეორე სვირის საჯარო სკოლის მასწავლებელს 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი, ცისანა ჭაბუკიანი მოინახულა და 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა პედაგოგს მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისთვის, თაობების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ჯანმრთელობა უსურვა.

"გერმანული ენის მასწავლებელი ცისანა ჭაბუკიანი მეორე სვირის №1 საჯარო სკოლას დაარსების დღიდან, 1958 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ემსახურება. სკოლის დაარსებაში თავადაც უდიდესი წვლილი მიუძღვის, აღზრდილი ჰყავს მრავალი თაობა.

ღვაწლმოსილ პედაგოგს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო, მათ შორის, ღირსების ორდენი და იაკობ გოგებაშვილის მედალი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი