მიანმარში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

მიანმარის მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას აგრძელებს. ყველაზე მასშტაბური აქცია ქალაქ იანგონში გაიმართა, სადაც აქტივისტთა უმეტესობას სტუდენტები შეადგენდნენ.

„შეწყვიტეთ აქტივისტების ღამით გატაცება და დაპატიმრება“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

უკვე 9 დღეა, რაც ქვეყნის დიდ ქალაქებში აქტივისტებმა პატრულირების ჯგუფები ჩამოაყალიბეს, რომლებიც პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავებების აღკვეთას ცდილობენ. მიანმარში სამხედრო გადატრიალება თებერვლის დასაწყისში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა