ზურაბ ჯაფარიძე - მითხრეს, განმეორებითი შემთხვევაა და ყველა მასალას გადავუგზავნით შს სამინისტროსო

„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შრომის ინსპექცის წარმომადგენლებმა გადაამოწმეს და განუცხადეს, რომ მასალებს შს სამინისტროში გადაგზავნიან.

„გადამოწმა ისევ ის ხარ, თუ არა, ვინც აქ ეწევა სამეწარმეო საქმანობას, ვუთხარი ის ვარ, მაშინ ეს არის განმეორებითი შემთხვევაა და ყველა მასალას გადავუგზავნით შს სამინისტროსო“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დაელოდება, როდის დალუქავენ და „მერე ახსნის და გახსნის ისევ ბარს“.

ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შრომის ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ბარმა დღეიდან კვლავ განაახლა მუშაობა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს, 19:00 საათზე გახსნა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა