აშშ-ში კორონავირუსის  ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 100 000-ს ჩამოსცდა

აშშ – ში კორონავირუსის შემთხვევების საშუალო დღიური რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, 100 000-ს ჩამოსცდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებენ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შვიდ დღიანი საშუალო მაჩვენებელი დეკემბრის უმეტეს პერიოდში 200 000-ზე მეტი იყო და იანვარში დაახლოებით 250 000-ს მიაღწია. გასული კვირის შაბათს კი ეს მაჩვენებელი 100 000-ს ჩამოსცდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრის დირექტორი, როშელ ვალენსკის თქმით, ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებლის კლების ტენდენცია იმედის მომცემია, თუმცა კორონავირუსის ახალმა, უფრო გადამდებმა ვარიანტებმა, რომლებიც ქვეყნის 30-ზე მეტ შტატშია დაფიქსირებული, შესაძლოა ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის