საქართველოს გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონი სტუმრობს

საქართველოს გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონი სტუმრობს.

საელჩოს ინფორმაციით, ეს მინისტრისთვის საქართველოში პირველი ვიზიტია.

როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„ძალზედ მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია და მეძლევა შესაძლებლობა, პირადად გავეცნო გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.

ჩვენი ქვეყნები ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლების და პანდემიის შემდგომი მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალზედ სასარგებლოა“, - განაცხადა ვიზიტის დაწყებამდე მორტონმა.

ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მორტონი ეწვევა კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიქმნა. მაივე ინფორმაციით, მინისტრი ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში და დაესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა