ბილ გეითსი - კორონავირუსის პანდემიის დასრულება ძალიან, ძალიან ადვილია კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრასთან შედარებით

კომპანია Microsoft-ის დამაარსებლის, ბილ გეითსის განცხადებით, კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარება „ყველაზე გასაოცარი რამ იქნება“, რაც კი კაცობრიობას დღემდე გაუკეთებია.

„პანდემია დასრულება გასაოცარი ვაქცინების წყალობით, ეს ძალიან, ძალიან ადვილია კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრასთან შედარებით,“ - აღნიშნა ბილ გეითსმა.

მისი თქმით, აუცილებელია, კლიმატთან დაკავშირებით ორი რიცხვის ცოდნა - 51 მილიარდის და ნულის.

„51 მილიარდი არის ის, თუ რამდენი ტონა სათბური გაზები ემატება ატმოსფეროს მსოფლიოში ყოველწლიურად, ნული არის ის - თუ სანამდე უნდა მივიდეთ,“ - აღნიშნა ბილ გეითსმა.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარების კუთხით მთავრობების მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„მომხმარებლების უმეტესობა არ იხდის არაფერს გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, რაც გამოწვეულია მათი ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავისგან ან ოჯახებში მოხმარებული ელექტროენერგიისგან გამოწვეული დაბინძურებით,“ - აღნიშნა გეითსმა.

მისი თქმით, მთავრობებმა კერძო სექტორს უნდა განუცხადონ, რომ საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება.

„ეს მოითხოვს დიდ ინვესტიციებს მთავრობების მხრიდან კვლევისა და განვითარების მიმართულებით, ასევე ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ბაზრის ზრდის ხელშეწყობას, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს,“ - განაცხადა ბილ გეითსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო