ისრაელის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ წვრთნები დაიწყო

ისრაელის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ სამხედრო წვრთნები დაიწყო, რისი მიზანიც საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სამხედროებმა განაცხადეს, რომ წვრთნების დროს, რომელიც ოთხშაბათამდე გაგრძელდება, გაიზრდება საჰაერო მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით და ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებების ხმები იქნება.

წვრთნები ჩრდილოეთ ფრონტზე საბრძოლო სცენარების სიმულაციას წარმოადგენს და მის ფარგლებში საჰაერო ძალების ყველა კომპონენტის შემოწმება მოხდება.

ისრაელი აცხადებს, რომ სირიაში ირანული სამიზნეებისა და თეირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“ იარაღის გადაზიდვის წინააღმდეგ ასობით დარტყმა აქვს განხორციელებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო