გიორგი ხანიშვილი - ფაროსანასთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს სახელმწიფო წელსაც განახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოს და გურიის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრებზე, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილიც ესწრებოდა, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილი აღნიშნულ რეგიონებში აგრარული წარმოების მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნო და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა იმ შედეგების შესახებაც, რომლებიც ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული თანმიმდევრული მიდგომებით იქნა მიღწეული.

„სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ყველა რესურსი მობილიზებულია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პანდემიამ და არსებულმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

უწყების ცნობით, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობს მავნებლის მონიტორინგს გამოზამთრების ადგილებში. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიგეგმება მავნებელთან ბრძოლის კონტროლის ღონისძიებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა