სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 6 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 169 255 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 147 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 161 105-ია.