თურქეთი აცხადებს, რომ „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა 13 გატაცებული თურქი ერაყში სიკვდილით დასაჯეს

თურქეთი აცხადებს, რომ „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა 13 გატაცებული თურქი, მათ შორის სამხედროები და პოლიციის თანამშრომლები, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში სიკვდილით დასაჯეს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის თქმით, თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე გარას რეგიონში „ქურთების მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ 10 თებერვალს სამხედრო ოპერაცია საკუთარი საზღვრის დაცვისა და გატაცებული მოქალაქეების პოვნის მიზნით დაიწყო.

„ქურთების მუშათა პარტია“ ტყვეების ლიკვიდაციას უარყოფს. დაჯგუფების ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ზოგიერთი ტყვე, მათ შორის თურქეთის დაზვერვის, პოლიციისა და სამხედრო სამსახურის თანამშრომლები, ოპერაციის დროს განხორციელებულ შეტაკებებს ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა