თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა, სავარაუდოდ, მარტიდან ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა, სავარაუდოდ, მარტიდან ამოქმედდება.

როგორც გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ან სრულად ფინანსდება, ან პაციენტი მის ჩატარებას მინიმალური თანაგადახდით შეძლებს.

„თებერვლის ბოლომდე ვფიქრობთ ამ დეტალების დაზუსტებას. გვაქვს კონსულტაციები კლინიკურ ჯგუფთან და ვფიქრობთ, უკვე მარტიდან იქნება შესაძლებელი ამ პროგრამის სრულად ამოქმედება. პროტოკოლით გათვალსიწინებული გამოკვლევები ნაწილობრივ იფარება საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფარგლებში, ამდენად, პირველადი ჯანდაცვის დონეზე თავის ოჯახის ექიმთან მისულ პაციენტს, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდი, შეუძლია, ჰქონდეს წვდომა იმ გამოკვლევებზე, რომელსაც ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, მინიმალური თანაგადახდით ან რიგ შემთხვებში ეს სრულად იფარება საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, თუმცა რაზეც საუბარია 1-ელი მარტიდან, ეს იქნება უკვე კონკრეტულად მიზნობრივი პროგრამა. ორ ჯგუფზეა საუბარი, პირველ ჯგუფში არიან პაციენტები, რომლებსაც კოვიდი მსუბუქ ფორმებში ჰქონდათ, მათ განსხვავებული მეთვალყურეობა სჭირდებათ, ხოლო მეორე ჯგუფია ის, ვისაც ჰქონდა კოვიდის მძიმე ფორმა, გაიარა რეანიმაციის კურსი. მათ კიდევ განსხვავებული მეთვალყურეობა სჭირდებათ. ამ ჯგუფის პაციენტებისთვის, ის დაწესებულებები, სადაც მათი მეთვალყურეობა მოხდება იქნება მეტად სპეციალიზირებული ტიპის, როგორიც არის ინფექციური და ის საავადამყოფოები, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩართულია კოვიდის მართვის პროცესში“, - განაცხადა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა