ოპოზიცია ერთობლივ შეხვედრაზე მსჯელობს, როგორ დაუპირისპირდება ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას.

„დღეს ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. აქ იქნება მომავალი ტაქტიკა, სტრატეგია ოპოზიციის. ვიმსჯელებთ ნიკა მელიას გარშემო შექმნილ სიტუაციაზე. არამარტო ნიკა მელიაზე, არამედ ყველა პოლიტიკურად შეკერილ საქმეზე.

რაც შეეხება აქციებს, რას მოვიმოქმედებთ, რა ერთობლივი გეგმა გვექნება, დღეს განვიხილავთ. ადრეც განვაცხადეთ, რომ აქციები და მშვიდობიანად გამოხატვა აზრის არის კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი მეთოდი ხელისუფლებაზე ზეწოლის და რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება არამარტო მელიასთან, არამედ სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა