დავით ბაქრაძე - ნიკა მელიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ კანონის სახით მოქმედებდეს უკანონობა და უსამართლობა

მელიას მხარდაჭერა არ არის პოლიტიკური თემა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში კანონის სახით მოქმედებდეს უკანონობა და უსამართლობა, - ამის შესახებ "ევროპული საქრთველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ყველაზე საშიშია, როცა ინსტიტუტები ემსახურება უსამართლობას, უკანონობას და პოლიტიკურ ინტერესს, რაც დღეს მელიას შემთხვევაში ხდება.

„მელიასთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის უკანონობა. ყველაზე საშიშია უკანონობა არა მაშინ, როცა ის ღიად არის ჩადენილი, ყველაზე საშიში მაშინაა, როცა შეფუთულია კანონში და შეფუთულია ინსტიტუტებში. ყველაზე საშიშია, როცა ინსტიტუტები ემსახურება უსამართლობას, უკანონობას და პოლიტიკურ ინტერესს. ეს ხდება დღეს მელიას შემთხვევაში.

ნიკა მელია, რასაც აკეთებს, ეს არის საზოგადოებრივი განგაშის ატეხვა, თუ სად არის საქართველო და სადამდე არის ქვეყანაში მისული ინსტიტუტები.

მელიას მხარდაჭერა არ არის პარტიული ან პოლიტიკური თემა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში კანონის სახით მოქმედებდეს უკანონობა და უსამართლობა.

ამაზე ვიმსჯელებთ დღეს და გადამწყვეტი იქნება ნიკა მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" მომავლის ხედვა და ბრძოლის გეგმა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა