ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალზე რეგისტრირებული 47 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 46 აკმაყოფილებს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალზე რეგისტრირებული 47 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 46 აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, გასულ შაბათ-კვირას მონიტორინგის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 7 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

„labour.moh.gov.ge -ზე დარეგისტრირებულია 47 მოლი, 26 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტი, 2 267 სკოლა და 53 ბაზარი. დღეის მდგომარეობით მოთხოვნებს 46 მოლი აკმაყოფილებს, 1-ს აქვს პრობლემები ტესტირებასთან დაკავშირებით. 26 საცალო-საბითუმო ობიექტიდან გატესტვის მოთხოვნებს 5 ვერ აკმაყოფილებს. სკოლებთან მიმართებით წარმატებით მიმდინარეობს პროცესი, 53 ბაზრიდან და ბაზრობიდან ნებართვა 52-ს მიენიჭა. ახლა გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ დარღვევის მიუხედავად ობიექტი ოპერირებას ახორციელებს, შესაბამისი რეაგირება იქნება. გასულ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის შედეგად 7 სამართალდარღვევა გამოვლინდა, აქედან 4 ახორციელებდა სოციალურ ღონისძიებას“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა