რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მირქმის საუფლო დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მირქმის საუფლო დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს სვიმეონ მართალი მიეგება და „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა) - სვიმეონ მიმრქმელს ჩვენება ჰქონდა, რომ იქამდე არ მიიცვლებოდა, ვიდრე ამ ქვეყნად მოსულ მაცხოვარს არ იხილავდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მირქმის საუფლო დღესასწაულს”,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა