ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი" არ აშენდება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი" არ აშენდება.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მერიასა და კომპანიის წარმომადგენელს შორის დღეს 15:00 საათზეა შეხვედრაა დანიშნული და მხარეები კიდევ ერთხელ შეეცდებიან პრობლემური საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაჭრან.

ხმალაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომპანია "ბუდაპეშტი" რეალობას აცდენილია, რადგან ჰგონიათ, რომ რაღაცები "გაუვათ", სინამდვილეში კი არ "გაუვათ".

„თვითნებურად საჯარო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება არავის შერჩება და სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ, რომ მსგავსი რაღაცები არ დავუშვათ. ის, რასაც დღეს კომპანია აპირებდა - ვაკის პარკში მშენებლობის დაწყებას, მე აქამდეც მითქვამს, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება! დღეს სამ საათზე დანიშნულია შეხვედრა, მობრძანდება კომპანიის წარმომადგენელი და კიდევ ერთხელ შევეცდებით, მოლაპარაკების მაგიდასთან გადავწყვიტოთ საკითხები. როგორც ჩანს, მათი მოლოდინი რეალობას აცდელია. მათ ჰგონიათ, რომ რაღაცები „გაუვათ" და სინამდვილეში არ „გაუვათ". დღეს დილით რასაც ვუყურებდი იყო ის, რომ კომპანიას მოლოდინი ჰქონდა შევიდოდა ვაკის პარკში და სასტუმროს მშენებლობას დაამთავრებდა. კიდევ ერთხელ ვამბობ და ვადასტურებ, ასეთი რამ არ მოხდება! არ მოხდება, თვითნებურად, საჯარო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. სჯობს, რომ კომპანიამ თავის მოქმედებებს, შეხედოს, იმ რეალობას სად იმყოფება და ის წინადადებები მიიღოს, რომელსაც მუნიციპალიტეტი აძლევს", - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, კომპანია 20 000 000 ლარიან მონაცვლეობას უნდა დათანხმდეს.

„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, სამშენებლო ეტაპამდე რომ მივიდეს კომპანიის წარმომადგენელი სამართლებრივი რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. მშენებლობის ნებართვა მერიას გაცემული არ აქვს, მაგრამ ის, რომ 2013 წელს კანონიერადაა გაცემული სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, ზუსტად იმის მიზეზია, რომ კომპანიასთან 20 000 000 ლარიან მონაცვლეობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სასტუმროს მშენებლობა არ მოხდება", - აღნიშნა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დღის პირველ ნახევარში ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორს გიორგი ზაქაიძეს სასტუმრო “ბუდაპეშტის" მშენებლობა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გააჩერებინეს.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს