იტალიამ სათხილამურო კურორტების გახსნა გადადო

იტალიამ სათხილამურო კურორტებისა და ადგილების გახსნა 5 მარტამდე გადადო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ გავრცელების შეჩერებაა.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა, რომ მან ახალ ზომებს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების 17.8%-ი ე.წ. „ბრიტანულ“ ვარიანტზე მოდის.

ცნობისათვის, იტალიაში სათხილამურო კურორტები დღეს უნდა გახსნილიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო