თამარ კორძაიამ მანდატის შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ პარლამენტის მიერ მისი სადეპუტატო უფლებამოსილების არ მოხსნა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ “ქართულ ოცნებას” მანდატის გაუქმებას საკონსტიტუციო სარჩელით აიძულებს.

„ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, თავისუფალი ნება იყოს აღსრულებული და ჩემი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა დავუპირისპირო „ქართული ოცნების“ აღვირახსნილ უკანონო ძალადობას. იმიტომ რომ მე, თამარ კორძაიას, ფიცი არ დამიდია, ისე ცნო ჩემი უფლებამოსილება უკანონოდ და მერე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მიშვებს პარლამენტიდან. ამდენი უკანონობის შემდეგ მე ვიყენებ ბრძოლის კანონიერ საშუალებებს, საკონსტიტუციო სასამართლო ამას განიხილავს და დარწმუნებული ვარ ის მაინც არ წავა მოქალაქის, ადამიანის და პოლიტიკოსის თავისუფალი ნების წინააღმდეგ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა