მამუკა მდინარაძე - ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები - ეს დაუშვებელია!

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ბედი მასზეა დამოკიდებული.

როგორც მან აღნიშნა, დღეს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში ოპოზიცია შევიდა, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიცია და გამოვიდა, როგორც „ანარქისტები“, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას და დაპირისპირებას აანონსებენ.

“თავად ნიკამ მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს და წინა დღეების განმავლობაშიც, ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს მორალი კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. წარმოუდგენელია, არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს. ასეთი ლოგიკა ქაოსისკენ, სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული, ეს ძალიან კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ.

დღესაც იგივე მოხდა, როდესაც ისინი შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რაღაც შეკრებაზე შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები. ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ, რისკენაც მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს თუ თანაგუნდელებს, ეს დაუშვებელია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰუმანურია, ზოგად, ეს ნიშა გვიჭირავს და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის „წითელი“ ზღვარი, რომელსაც ბუნებრივია, ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მათი სპეკულაციური მესიჯები სპეკულაციურ მესიჯებად დარჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ჰუმანურობის მიუხედავად, ხელისუფლება კანონის ჩარჩოებიდან გასვლას ვერ დაუშვებს და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს“.

„პირადად მგონია, ბოლო მომენტამდე იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. არ მგონია, ის მიშას თამაშს ბოლომდე ჩაყვეს და შესაბამისად, რადიკალური სცენარის განვითარებას შეუწყოს ხელი თავისი მოგონილი პოლიტდევნილობთ. ყველა შემთხვევაში, ფაქტია, რომ ბოკერიას მიერ დაანონსებული რევოლუცია მათ გონებასა და აზროვნებაში ფრთებს ისხამს, მაგრამ რეალურად, ისინი მართლაც აცდენილები არიან დღევანდელ სიტუაციას და იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია“,- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა