რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ  აშშ-ს სურს, რომ ჩვენი ალიანსი გლობალურად და ნატო-შიც გაგრძელდეს, მაშინ ტერორისტების მხარეზე ყოფნა უნდა შეწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეერთებულ შტატებს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

„თუ გსურთ, რომ ჩვენი ალიანსი როგორც გლობალურად, ასევე ნატო-შიც გაგრძელდეს, მაშინ ტერორისტების მხარეზე ყოფნა უნდა შეწყვიტოთ“, - განაცხადა ერდოღანმა ჩრდილოეთ ერაყში 13 თურქის მკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას.

მისი თქმით, „ჩრდილოეთ ერაყში მოწამებრივად დაღუპული უდანაშაულო ხალხის სისხლი ყველას ხელებზეა, ვინც იცავს, მხარს უჭერს და თანაუგრძნობს ქურთების მუშათა პარტიის ტერორისტებს".

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონის განცხადება ერაყში თურქების მკვლელობასთან დაკავშირებით, „ხუმრობა“ იყო.

შეგახსენებთ, ანკარამ რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა 13 გატაცებული თურქი, მათ შორის სამხედროები და პოლიციის თანამშრომლები, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუკი „ქურთების მუშათა პარტიის“ პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია დადასტურდებოდა, აშშ ამ ქმედებას უმკაცრესად დაგმობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო