კახაბერ კუჭავა დიეგო კოლასს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემები იყო ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს წინაშე მდგარი საგარეო გამოწვევები და პოსტსაარჩევნო პროცესები.

მათივე ინფორმაციით, კახაბერ კუჭავამ საფრანგეთის ელჩს გააცნო პარლამენტის ახალი საგარეო გუნდის ხედვა საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მისი თქმით, მხარეების მიერ ერთობლივად შემუშავდება სამოქმედო გეგმები წინასწარ გაწერილი მიზნებით, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარებას.

„ჩვენს მეგობარ ელჩთან, მუდმივად, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. დღეს განვიხილეთ საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. დიდი სურვილი გვაქვს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ დაიგეგმოს გაცვლითი ვიზიტები. შეხვედრისას ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან მომდინარე საფრთხეებზე. რეგიონში რუსეთის გაზრდილი წარმომადგენლობა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, ვისაუბრეთ, სხვადასხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, პოსტსაარჩევნო პროცესებსა და პარლამენტის სამომავლო გეგმებზე. საფრანგეთის ელჩი მომხრეა და ეს პოზიცია მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შემოვიდეს და შეუდგეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახაბერ კუჭავამ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ბატონი ერიკ ტოზატი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას სამდივნოს უფროსი, ქეთევან ჩემია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა