ჯანმო-ს წარმომადგენელი - ადამიანებმა უნდა მიიღონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ინფიცირებული წარსულში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი სუმაია სვამინატანი აცხადებს, რომ ორგანიზაცია იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, ვაქცინაციის რეკომენდაციას აძლევს.

„ვიცით, რომ იმ ადამიანებმა, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებულები იყვნენ, დაავადების მიმართ იმუნური რეაქცია გამოიმუშავეს, მაგრამ არსებობს ადამიანთა ქვეჯგუფი, ვისაც ინფექციის ძალიან მსუბუქი ფორმა ჰქონდათ ან დაავადება სიმპტომების გარეშე გადაიტანეს, რომლებსაც, როგორც ვიცით, უფრო ნაკლებად ძლიერი იმუნური რეაქცია განუვითარდა, ვიდრე მათ, ვისაც ინფექციის სერიოზული ფორმა ჰქონდათ. ზოგადად, ახლა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ ადამიანებმა, იმისდა მიუხედავად, იყვნენ თუ არა ისინი მანამდე დაინფიცირებულები“, - აღნიშნა ჯანმო-ს მეცნიერმა.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 110 მილიონს უახლოვდება, ვირუსს დღემდე 2.4 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა