ნატოს თავდაცვის მინისტრები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო საქმიანობის დაფინანსების ზრდაზე იმსჯელებენ

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 17-18 თებერვალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო საქმიანობის დაფინანსების გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვაპირებ შევთავაზო შეკავებისა და თავდაცვის კუთხით ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფინანსირების გაზრდის საკითხი. ეს საშუალებას მოგვცემს მხარი დავუჭიროთ მოკავშირეთა ძალების განთავსებას ჩვენ საბრძოლო ჯგუფებში ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, საჰაერო პოლიციის განთავსებას, საზღვაო წვრთნების ჩატარებას“ , - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ასევე აპირებს შესთავაზოს მეზობელი პარტნიორების პოტენციალის ზრდისა და სწავლების გაძლიერება, „რადგან პრევენცია სჯობს ჩარევას“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა