მამუკა მდინარაძე - ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გაბედა და ღიად დააანონსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა

როდესაც გირაოს გადაუხდელობის გამო ადამიანი თვითონ იმძიმებს აღკვეთის ღონისძიებას და მისი მონათვლა უნდათ პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად, ობიექტური დამკვირვებლები ამ ლოგიკაში არავის შეყვებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალიტებს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მელიას საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან, მისივე შეფასებით, მელიამ გაბედა და ღიად დააანონსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და მორალი კანონს დაუპირისპირა.

„რა თქმა უნდა, ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გაბედა და ღიად დააანონსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და მორალი დაუპირისპირა კანონს, დაალაგა მესიჯი, თითქოს კანონის ნორმების შესრულება არის ამორალური. იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები ფასობს, შეუძლებელია მორალი ეწინააღმდეგებოდეს კანონის აღსრულებას და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა იყოს მორალური საქციელი. თავის დროზე მაქვს ნათქვამი და დღევანდელი ამბავი არ არის, 17 წლის წინ ვთქვი. არა მარტო კანონის წინაშე ვართ მართლები, მართლები ვართ მორალის და ყველა ადამიანის წინაშე. თუკი ძალიან აინტერესებთ პოლიტდევნილი რას ნიშნავს, 17 წლის წინ პირადად ჩემს ამბავს გავახსენებ! როდესაც გირაოს გადაუხდელობის გამო ადამიანი თვითონ იმძიმებს აღკვეთის ღონისძიებას, თუ მართლაც ეს ასეა და ამ ნაბიჯს გადადგამს საბოლოოდ, ამ ადამიანის მონათვლა როდესაც უნდათ პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად, ამ შემთხვევაში ლოგიკაში ადამიანები, რომლებიც ობიექტურად აკვირდებიან პროცესს, დარწმუნებული ვარ, არავის შეყვებიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე - როგორ დაემთხვა ერთმანეთს სერგეი გავრილოვისა და მამუკა მდინარაძის განცხადებები, რომ ნიკა მელიას ბოდიში აქვს მოსახდელი? მდინარაძემ უპასუხა: „მე დავურეკე გავრილოვს და ვთხოვე, იქნებ ჩემნაირად გაემეორებინა“.

„წარმოუდგენელ სიგიჟეში შევდივართ ასეთი კითხვებით, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას ეს მდინარაძემაც თქვა და გავრილოვმაც გაიმეორა. ეტყობა, ჩემი მესიჯბოქსებით სარგებლობს. უბრალოდ, არავის სჭირდება. პროვოკაციულია ყველა მისი ნაბიჯი და იმას აკეთებს, რაც „ნაცმოძრაობას“ აწყობს. ძალიან ახლო კონტაქტები გაქვთ „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“ როგორც ჩანს, რადგან მთელი დღის განმავლობაში ინტერვიუ ინტერვიუზე გამოდის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა