გია ვოლსკი - მინიმალური პოლიტიკური წონის მქონე დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩახტომა, თუ ვინმეს ინტერესებს არ პასუხობდა, ეს მმართველი პარტიაა და თუკი ვინმეს მისი კრიტიკა აძლევს ხელს, ეს "ნაცკლასტერია"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს, გავრილოვის ქმედებები და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებია. ამის შესახებ ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თუ რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის „სავარძელში ჩახტომა“ ვინმეს ინტერესებს არ პასუხობდა, ეს მმართველი პარტიაა.

„აქ ზოგიერთი "ჟურნალისტი" მეკითხება რა კომენტარს გავაკეთებდი გავრილოვის მიერ ოპოზიციის კრიტიკაზე და თურმე ჩვენი პოზიცია მის "ნარატივს" იმეორებს. საოცარია, რომ ხალხის უმეცრობის იმედი აქვთ და სულ ტყუილად! თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს ეს გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებია. მინიმალური პოლიტიკური წონის მქონე დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩახტომა, თუ ვინმეს ინტერესებს არ პასუხობდა, ეს მმართველი პარტიაა და თუკი ვინმეს დღეს მისი კრიტიკა აძლევს ხელს ეს ნაცკლასტერია. მარტივია...“,- წერს ვოლსკი.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ.

ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა