ისრაელი და კვიპროსი ვაქცინირებული მოქალაქეების შეზღუდვების გარეშე მიმოსვლაზე შეთანხმდნენ

ისრაელმა და კვიპროსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორი ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

მედიის ინფორმაციით, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ისრაელსა და კვიპროსს შორის ფრენების განახლების შესაძლებლობას გააჩენს.

კვიპროსის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდა და შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ 2021 წლის 1 აპრილიდან ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს, კვიპროსში გამგზავრებისთვის PCR ტესტის გაკეთება არ მოეთხოვებათ და იქ ჩასვლის შემდეგ არც კარანტინის გავლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, ასეთივე შეთანხმებას ისრაელმა გასულ კვირას საბერძნეთთანაც მიაღწია.

იხილეთ ვიდეო:ისრაელი და კვიპროსი ვაქცინირებული მოქალაქეების შეზღუდვების გარეშე მიმოსვლაზე შეთანხმდნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა