სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია “თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 16 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, კოკინაკის, ზედაზენის, ჯავის და რიონჰესის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის, ანაპის 414-ე დივიზიის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის დ შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის, როსტომ მუსხელიშვილის და ამაღლების ქუჩების მოსახლეობას“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა