ისრაელი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სასტუმროებისა და სპორტდარბაზების გახსნას გეგმავს

ისრაელი 21 თებერვლიდან, სასტუმროებისა და სპორტდარბაზების იმ მოქალაქეებისთვის გახსნას გეგმავს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არიან ვაქცინირებული ან კორონავირუსი გადატანილი აქვთ.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი 27 დეკემბერს დაწესებული კარანტინის რეჟიმის თანდათან შემსუბუქებას კვირიდან, მოლების, ღია ტიპის ბაზრობების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გახსნით დაიწყებს.

ისეთ დაწესებულებებში შესვლის უფლება, როგორიც სასტუმროები და სპორტდარბაზებია, ე.წ. „მწვანე პასპორტების“ მფლობელებს ექნებათ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციაშია ასახული და რომელიც ადასტურებს, რომ მის მფლობელს კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი აქვს.

Reuters-ი წერს, რომ ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9 მილიონს შეადგენს, მოქალაქეების 43%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს.

იხილეთ ვიდეო:ისრაელი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სასტუმროებისა და სპორტდარბაზების გახსნას გეგმავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა