საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია

საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ექსკლუზიურად განუცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, ინვესტორს ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოების დაწყებაში ხელი პანდემიამ შეუშალა, ამიტომ ნათია თურნავა ფიქრობს, რომ კომპანიას ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებითი დრო მიეცემა.

„წარმოება რა თქმა უნდა, დაწყებული არაა, უგვიანდებათ დაწყება, თუმცა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული აქვთ, ნებართვაზეც მუშაობდნენ, ტექნოლოგიური ხაზიც აქვთ შერჩეული და ჩამოტანის პროცესში, ასე რომ, წინ არიან წასული, მაგრამ ჩამორჩებიან კალენდარს და იმ ვალდებულებებს, რაც გაწერილი იყო. თუმცა ეს არაა ერთადერთი კომპანია, რომელიც კოვიდის გამო ჩამორჩა, პანდემიაა ძირითადი მიზეზი, აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და თუ საჭირო იქნება, დამატებით დროსაც მივცემთ. იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, რომ მწვანე ეკონომიკა განვავითაროთ და ამასთან, ქუთაისი განმტკიცდეს, როგორც ინდუსტრიული ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნლეოვანი ამოცანაა და მხარში დავუდგებით ინვესტორს, რომ ეს ამოცანა შეასრულოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის დაიწყება ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანაში წარმოების პროცესი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სავარაუდოდ ეს მომავალ წელს მოხდება.

„არ მგონია, რომ მიმდინარე წელს მოხდეს წარმოების დაწყება. ჩემი ვარაუდით, სულ მცირე 12 თვე დასჭირდება და მომავალ წელს მაინც დაიწყება, დაველოდოთ კომაპნია რას გვეტყვის“,-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ქუთაისში პირველი ელექტრომობილის წარმოება და ევროპის ბაზარზე ექსპორტირება 2020 წლიდან ანონსდებოდა. 2019 წლის 27 მაისს შპს „ბიგ სერივისს“ 1 ლარად 68 233 693 ლარის ღირებულების მიწა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა. კერძოდ, კომპანიას არაუმეტეს 2 წლის ვადაში (არაუგვიანეს 27.05.2021 წლისა) ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო უნდა შეექმნა და შემდეგ არაუმეტეს 18 თვის ვადაში, მინიმუმ 5000 ერთეული ელექტრომობილი ეწარმოებინა. ამასთან, კომპანიას ვალდებულება აქვს, საწარმოს შექმნის და ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების შესრულებიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში, არანაკლებ 300 ადამიანის მინიმუმ 18 თვის ვადით დაასაქმოს.

ამასთან, თუ კომპანია ვალდებულებების შესაბამის ვადებში შესრულებას ვერ შეძლებს და სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებას არ გადაუვადებს, ხელშეკრულება ითვალისწინებს, ელექტრომობილების საწარმოს შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კომპანიის დაჯარიმებას 500 ლარით დარღვევის დღიდან ყოველ ვაგადაცილებულ დღეზე, იგივე ოდენობის პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, საწარმოს შექმნიდან 18 თვის ვადაში 5000 ელექტრომობილების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, ხოლო 300 ადამიანის დასაქმების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს 50 ლარს, თითოეულ დაუსაქმებელ ადამიანზე, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი