ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი ადამიანი კი - დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაღუპული პირი სამოქალაქო კონტრაქტორია, დაჭრილებს შორის კი ერთი ამერიკელი სამხედროა.

აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციის სპიკერმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ თავდასხმა ქურთების რეგიონის დედაქალაქ ერბილში განხორციელდა.

ქურთების უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რეგიონში, ერბილის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, მინიმუმ 3 რაკეტა ჩამოვარდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „სარაია ავლია ალ-დამმა“ აიღო. დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ერაყში „ამერიკული ოკუპაცია“ იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმით შეერთებული შტატები "აღშფოთებულია".

იხილეთ ვიდეო:ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა