აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 52 685 და გარდაცვალების 985 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 52 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 985 ადამიანი გარდაიცვალა, - ამ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 27 692 967 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 486 321 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 70 057 800 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 52 884 356 დოზაა გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ ქარბუქის გამო აშშ-ის შტატებსა და ქალაქებში ვაქცინის განაწილების შენელებულია. უამინდობის გამო აშშ-ის 7 შტატში, ალაბამაში, ორეგონში, ოკლაჰომაში, კანზასში, კენტუკში, მისისიპსა და ტექსასში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა