ნიკა მელია - მონა ვერ გაასამართლებს ღირსეული საქართველოს ვერც ერთ მოქალაქეს, მორჩა და გათავდა!

მონებო, ვერ გამასამართლებთ! ის მონა - მურუსიძე რომ გელოდებათ შემდეგ ეტაპზე, ისიც ვერ გამასამართლებს, მონა ვერ გაასამართლებს ღირსეული საქართველოს ვერც ერთ მოქალაქეს, მორჩა და გათავდა, შეეგუეთ ამას! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ განმარტა, ის გირაოს პირობებს თავიდანვე არღვევდა და სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს შემზღუდავ ღონისძიებებთან ერთად არ ასრულებდა.

„შეუძლებელია, „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულებრივი, სულელური, უკანონო, უსამართლო სპირალიდან ვეღარ გამოძვრება. ვეღარ გამოძვრება 90, თუ რამდენი დეპუტატიც არის „ქართულ ოცნებაში“, ყველას მოუწევს ჩემთვის არა, ამ ქვეყნისთვის, ამ სახელმწიფოსთვის ბოდიშის თქმა, მართლა მოუწევთ ბოდიშის თქმა, რადგან ეს ხალხი, რომლებიც ახლა იყვნენ წარმოდგენილი კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას იმ პატარა დარბაზში, არ არიან დამოუკიდებელი ადამიანები. ადვოკატები რატომ არ შეუშვეს, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ? აპირებენ, მათი სურვილი ასეთია, დაიჭირონ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რიგითი ამბავი არ არის ხომ? დეპუტატი ფორმალურად, რომელიც ითხოვდა და უფლებამოსილება არ შეუჩერეს, რატომ არ დაუშვეს? იმიტომ რომ იქ კითხვები იქნებოდა და პასუხს ვერ გასცემდა ის პროკურორი, მაგრამ მე ვუპასუხებ აქედან ახლა. უსირცხვილოდ რომ საუბრობდა, შეთამაშებული კითხვა-პასუხი რომ იყო კითხეს, თუ მელია დასჭერი იყო, 2 თვე რას ელოდებოდითო? რა პასუხი გასცა? სანიმუშოდ იქცეოდა მთელი წელიწდანახევრის განმავლობაშიო და ამიტომ ვაცადეთ ორი თვეო. გეტყვით ახლა რა სანიმუშოდ ვიქცეოდი. იმ გადაწყვეტილებით, სადაც მე ერთ-ერთ პუნქტად სამაჯურის გაკეთება დამევალა, ასევე აკრძალული მქონდა სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ საჯარო სივრცეში და სახლიდან გამოსვლისას აუცილებლად პროკურორისთვის უნდა დამერეკა, თანხმობა მიმეღო და მერე გამოსვულიყავი. არც პროკურორს ვურეკავდი და კამპანია ჩავატარე ბოლო-ბოლო, ანუ იმ გადაწყვეტილებას ვარღვევდი იმ თავითვე, მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი? ამ ადამიანებს ასე ჩვევიათ, ასე არიან იქ, „დამოკლეს მახვილს“ კიდებენ ადამიანებს... მელია კარგად მოიქეცი, თორემ დაგიჭერო - მცდელობა ჰქონდათ წლების წინ, თუ შემეშინდებოდა ციხის, ვერ ვიქნებოდი ის, რაც ახლა ვარ. იქ ვინც ჰყავთ „ქართულ ოცნებაში“, ასე ჰყავთ დამონებული, დამორჩილებული, ვიღაცას ფული აქვს მოპარული, ვიღაც კორუფციაშია ჩაფლული, აბა ახლა ბექა ოდიაშრიას გგონიათ არ ესმის ეს? რომელ სახელმწიფო პრინციპებზე და კანონის უზენაესობაზე მელაპარაკება ბექა ოდიშარია? გასვრილია კორუფციაში და რა წამსაც ნაბიჯს გადადგმს, ყურზე მოკიდებენ ხელს და შეაგდებენ იქ, სადაც მათი ჭკუით უნდათ, რომ მე შევიდე. ასე ჰყავთ ყველა დამონებული, შეხედეთ, ესენი არიან მონები და ეს მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე, ივანიშვილი, მურუსიძე ესენი არიან არასდროს ვიყენებდი ამ ფრაზას, ვცდილობდი მეთქვა, რომ უსიტყვო მორჩილებაში არიანო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, ესენი არიან მონები. მონებო, ვერ გამასამართლებთ, ის მონა - მურუსიძე რომ გელოდებათ შემდეგ ეტაპზე, ისიც ვერ გამასამართლებს, მონა ვერ გაასამართლებს ღირსეული საქართველოს ვერცერთ მოქალაქეს, მორჩა და გათავდა, შეეგუეთ ამას!“ - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელია - მონა ვერ გაასამართლებს ღირსეული საქართველოს ვერც ერთ მოქალაქეს, მორჩა და გათავდა!

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა