ალექსანდრე რაქვიაშვილი - ნიკა მელია მორალურად მართალია, მაგრამ პარტიის ტაქტიკაა, როცა ბრძოლაში ვერ იგებ, მსხვერპლად, დაჩაგრულად წარმოაჩინო თავი - მგონი, ასეთი რაღაც ხდება

როცა ადამიანი გეუბნება, არ მინდა ლაპარაკიო, ძალით არ მივალ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში, ძალიან ბევრი კომუნიკაცია გვაქვს ოპოზიციონერებთან, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ოპოზიციის წევრებს შორის მიმდინარე შეხვედრებზე ისაუბრა.

როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, გუშინ ოპოზიციონერ კოლეგებს კონკრეტული კითხვები დაუსვეს, რაზეც პასუხები არ ჰქონდათ.

„როცა ადამიანი გეუბნება, არ მინდა ლაპარაკიო, ძალით არ მივალ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში, ძალიან ბევრი კომუნიკაცია გვაქვს ოპოზიციონერებთან. იქ არიან ადეკვატური ადამიანები, ჩვენ კომუნიკაცია არცერთ დღეს არ შეგვიწყვიტავს. ყოველ დღე ვიღაც, მე, იაგო, ან ვახო ვხვდებით რომელიღაც ოპოზიციონერ კოლეგას. არანაირი დეფიციტი არ მაქვს მათთან კომუნიკაციის. მეორე საკითხია, რომ ასეთ შეხვედრაზე, როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ ღია საუბარი და პოზიციის დაცვა, მგონი სისუსტეს აჩვენებს. ეს განცდა დამრჩა“, - აცხადებს რაქვიაშვილი.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს, როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, ნიკა მელია მორალური თვალსაზრისით მართალია.

„ბუნებრივია „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა მოუხსნას იმუნიტეტი და არ უნდა დაიჭიროს, ეს საქმე საერთოდ უნდა დახუროს. აქედან უნდა გადავხედოთ ამ ისტორიას. ამიტომ, იმედია, რაღაც ამგვარი მოხდება.

მეორე მხარეს, მე რასაც ვხედავ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არის ტაქტიკა, როდესაც შენ ბრძოლაში ვერ იგებ, სუსტად, მსხვერპლად, დაჩაგრულ მხარედ უნდა წარმოაჩინო თავი, რომ ხალხს შეეცოდო, მგონი ასეთი რაღაც ხდება. არ მინდა, ასეთ ხელოვნურ დაძაბულობაში აქტივისტები დაზარალდნენ, თუნდაც, ნიკა მელია. ამას ვუყურებ როგორც სპექტაკლს, ორივე მხარე მიზნებსიკენ მიისწრაფვის“,-აცხადებს რაქვიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა