რუსეთში, ოქტომბრის შემდეგ პირველად, კორონავირუსის 14 000-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 13 233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 099 323 -ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში ერთ დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები 14 000-ზე ნაკლებია.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 459 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 80 979 -მდე გაიზარდა.

რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 624 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში, ოქტომბრის შემდეგ პირველად, კორონავირუსის 14 000-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა