ხატია დეკანოიძე - არ ვაპირებთ გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე სახით აღასრულონ კანონი, მისი აღსრულება მოუწევთ ყველა ჩვენგანის მიმართ

არ ვაპირებთ გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე სახით აღასრულონ კანონი, მისი აღსრულება მოუწევთ ყველა ჩვენგანის მიმართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც „ასრულებენ ოკუპანტის მითითებებს, რომ დასაჯონ ოპოზიციური პარტიის ლიდერი“.

„მივმართავ გავრილოვის ყველა მსახურს, რომელიც ახლა პარლამენტში არის შეკრებილი და საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლებს უწოდებს - ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას. სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ოკუპანტის მითითებებს, რომ დასაჯონ ოპიზიციური პარტიის ლიდერი. ყველა ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა ვაცხადებთ, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც შეძლებენ მელიას წინააღმდეგ აღასრულონ ის მახინჯი მართლმსაჯულების ფორმები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის აზრით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმე არის რუსეთის დავალება დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები იმიტომ, რომ არცერთმა მოქალაქემ აღარ გაბედოს პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ.

„გავრილოვს ხელისუფლებისთვის მადლობა ტყუილად არ მოუხდია, ეს არის რუსეთის დავალება დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები იმიტომ, რომ არცერთმა მოქალაქემ აღარ გაბედოს პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ. მხოლოდ ორი ძალა არსებობს ქვეყანაში ვინც 20 ივნისს უწოდებს გადატრიალების მცდელობას, პირველი ეს არის რუსეთი, კრემლი და გავრილოვი, მეორე - „ქართული ოცნება”. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება” ვერ აღასრულებს მახინჯ კანონს ნიკა მელიას წინააღმდეგ, რომელიც არის გავრილოვის დავალება. ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე სახით აღასრულონ კანონი, მისი აღსრულება მოუწევთ ყველა ჩვენგანის მიმართ”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა