საკრებულოში გამოფენა "ფერწერა აფხაზეთიდან" გაიმართა

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში გამოფენა ,,ფერწერა აფხაზეთიდან’’ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

„ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ აფხაზეთის თემაზე გამოფენას სწორედ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო მასპინძლობს.

მისივე თქმით, წარმატებული ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს საკრებულოში, გამოფენა „ფერწერა აფხაზეთიდან“ გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდა თაობის ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა. ვფიქრობ, ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, გამოფენა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

„100 წელი სრულდება საბჭოთა ოკუპაციიდან. თბილისის საკრებულოში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების შემოქმედებითი გამოფენა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში რამდენიმე ქუჩას იუნკერების სახელები მიენიჭება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

გამოფენაზე 30-მდე ფერწერული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა