„კურაციოს“ პრეზიდენტი - საქართველო მიიღებს ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული და ნებადართული

საქართველო მიიღებს ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრეტიდებული და ნებადართული, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინით უზრუნველყოფის საკითხი.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინით უზრუნველყოფა და მოსახლეობასთან ურთიერთობა. ასევე განვიხილეთ ეპიდემიის შესაძლო განვითარება და საერთაშორისო გამოცდილება, რა ხდება სხვადასხვა ქვეყნებში ამ კუთხით.

საქართველო მიიღებს ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული და ნებადართული. გუშინ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რეგისტრაცია გასცა და მისცა გადაუდებელი გამოყენების ნებართვა „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელს. ერთს სამხრეთ კორეაში და მეორეს ინდოეთში. „ასტრაზენეკა“ დაემატა „Pfaizer”-ს, რომელზეც მსგავსი ნებართვა იყო გაცემული. შესაბამისად, ეს უკვე შესაძლებლობას იძლევა, საქართველომ ისაუბროს ამ ვაქცინაზე, მაგრამ ნამდვილად შეიცვლება სიტუაცია, იმიტომ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გეგმაში აქვს, განიხილოს ასევე სხვა ვაქცინებისთვის ავტორიზაციის გაცემა. შესაბამისად, განვიხილავთ, თუ რა არის მოსალოდნელი და საქართველოს კიდევ რომელ ვაქცინებზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად