აზერბაიჯანში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 191 პაციენტი, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერაციულ შტაბზე დაყრდობით ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა - 232 337 -ს შეადგენს, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 226 951 პირი, დაღუპულთა რიცხვი კი 3 185-ია.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის არმიაში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება დაიწყეს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ქვეყანაში, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკები აცრეს, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყეს. აზერბაიჯანში ხვალიდან 50 და ზემოთ ასაკის მოქალაქეებს აცრიან.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)