მარტინ კლუსი - ვგმობ ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში გამოტანილ განაჩენს

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მარტინ კლუსი ზაზა გახელაძის წინააღმდეგ გამოტანილ უკანონო განაჩენს ეხმიანება.

„სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ უცვლელია. ამ კონტექსტში, ვგმობ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში გამოტანილ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებ“, - წერს მარტინ კლუსი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა