ირანი და რუსეთი ინდოეთის ოკეანეში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ატარებენ

ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანეში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნების პირველი ეტაპი დაიწყეს.

საზღვაო ძალების წვრთნების დღის წესრიგში დგას საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოების ამაღლება, მეკობრეობის და საზღვაო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სამაშველო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

როგორც „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება, წვრთნები მოიცავს სატვირთო გემზე მეკობრეების იმიტირებული თავდასხმის მოგერიებას. რუსეთმა და ირანმა მსგავსი საზღვაო წვრთნები ჩინეთთან ერთად ინდოეთის ოკეანეში 2019 წლის დეკემბერში ჩაატარეს.

ირანის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთის საზღვაო ფლოტი სწავლებას წელს შეუერთდება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს